20, ივლისი 2021 18:15:00
.„პალიკო“, „მუხო“, „ჯამა“, „ლაპუხა“ - შინაგან საქმეთა სამინისტრომ, „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 8 პირი დააკავა. მათ ბრალი „ქურდული სამყაროს" წევრობის, ამ საქმიანობის მხარდაჭერისა და „ქურდული სამყაროს" წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე ედებათ. პოლიციამ, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად კომპიუტერული ტექნიკა და დაკავებულების მობილური ტელეფონები ამოიღო, რომლითაც ისინი „ქურდული შეხვედრების“ ორგანიზებისთვის ერთმანეთს უკავშირდებოდნენ. გამოძიება მიმდინარეობს.