21, ივლისი 2021 17:55:00
ინფიცირების 2415 ახალი შემთხვევა და გარდაცვლილი 26 ადამიანი - საქართველო კორონავირუსის გავრცელებით, მსოფლიო რუკაზე, უკვე, წითელ ზონაში გადავიდა. ეპიდვითარება საგანგაშო ხდება. ყოველდღიურად, კოვიდ19-ით ათასობით მოქალაქე ინფიცირდება. ეპიდსიტუაცია დღითიდღე მძიმდება აჭარაშიც. გასულ დღე-ღამეში, კოვიდ 19 კიდევ 202 მოქალაქეს დაუდასტურდა. 4 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე, კლინიკაში სამკურნალოდ 259 ინფიცირებული რჩება. კოვიდ სასტუმროში კი, 435 ადამიანი იმყოფება.