30, დეკემბერი 2016 00:00:00
რა გაკეთდება სამომავლოდ ბათუმის ბულვარში და როგორ აფირებს აჭარის მტავრობა ზღვისპირა პარკის განვითარებას? - საკითხზე საკრებულოში იმსჯელეს. დეპუტატებს, მესამე სექტორის წარმომადგენლებსა და ბათუმელებს მომავალ წელს ბიუჯეტით გათვალისწინებული ღონისძიებების შესახებ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ესაუბრა. ძირითადი შენიშვნა მესამე სექტორის მხრიდან ბულვარის კონსერვაციასა და განვითარების კონცეფციაზე გამოითქვა. ბულვარის ბიუჯეტი 2017 წელს 7 590 200 ლარია. აქედან, 6 534 900 ლარი ბულვარის ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვას მოხმარდება, დანარჩენი თანხა კი ადმინისტრაციის ხელფასებსა და ბულვარის მართვაზე დაიხარჯება. გამოყოფილი ბიუჯეტით ბულვარში, კაფე "ტყუპებიდან"იახტკლუბამდე მონაკვეთი და უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობაა დაგეგმილი, მოწესრიგდება სარწყავი სისტემა და ველობილიკების განათება.