22, ივლისი 2021 22:15:00
ბათუმის ნაგავსაყრელი, როგორც პრობლემა, მოქალაქეებისთვის და ცხოველებისთვის. პოლიგონზე საყოფაცხოვრებო ნარჩენებით ძაღლები და ოთხფეხა რქოსანი იკვევება. ეს კი ძროხის რძეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველ პროდუქტად აქცევს. ამას ადასტურებენ ექიმები. დამატებით სირთულეებზე საუბრობენ ვეტერინარები.
ყოველდღიურად, ბათუმის ნაგავსაყრელზე, მიუსაფარ ცხოველებთან ერთად, ძროხებსაც შეხვდებით. იმის გამო, რომ ტერიტორია შემოსაზღვრული არაა ადგილზე პირუტყვი თავისუფლლად გადაადგილდება და ნაგვით იკვებება. მეტიც, წლებია აქაურობა ე.წ საძოვრადაა ქცეული.
შესაძლოა, მოსახლეობის დიდი ნაწილი, სწორედ, იმ ძროხის რძის ნაწარმს იღებდეს, რომელიც ნაგავსაყრელზე იკვებება. ცხოველის მიერ აქ მოპოვებული საკვები, რომ უვარგისია და რძეს გემოვნურ თვისებებს და საკვებ ღირებულებას უკარგავს, ამაზე მედიკოსებიც საუბრობენ. ლევან ანთაძის თქმით, ნარჩენებით გამოკვებილი რქოსანის ნაწარმის მიღების გამო, ადამიანებს შეიძლება ნაწლავური ინფექციებიც განუვითარდეთ. რაც პრაქტიკაში ხშირია. გარდა რძის პროდუქტებისა, ექიმები, ამ შემთხვევაში, ხორცის უვარგისობაზეც საუბრობენ.
ვეტერინარები ამბობენ, რომ პლასტმასის, ასევე პოლიეთილენის და სხვა ნივთიერების შემცველი ნარჩენების მიღება, ცხოველებს, სხვადასხვა ორგანოებს უზიანებს. რამაც, შესაძლოა, გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ, პირუტყვის სიკვდილიც კი გამოიწვიოს. გიორგი კალანდაძე იხსენებს, რომ რამდენიმე წლის წინ, სწორედ ნაგავსაყრელზე მოხდა, ცხოველების დაცემა ჯილეხით, რაც მომაკვიდენებელი დაავადებაა.
სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ნაგავსაყრელის ტერიტორიის შემოღობვა აუცილებელია. ბათუმის შემთხვევაში, კი არსებული ნაგვსაყრელის გაუქმებაზე საუბრობენ. ტერტორიის მოვლა-პატრონობა, ტენდერში გამარჯვებულ კომპანია შპს „სევერის“ ვალდებულებაა. აქ გვეუბნებიან, რომ მათი პასუხისმგებლობა, მხოლოდ, ზედაპირული სამუშაოების ჩატარებაა.
როდის გაიხსნება ახალი პოლიგონი და როდის დასრულდება ბათუმის ნაგავსაყრელზე არსებული მრავალი პრობლემა? ან რატომ არ არის წლების განმავლობაში ტერიტორია შემოღობილი? კითხვებზე ბათუმის მერიაში არ პასუხობენ.