22, ივლისი 2021 21:50:00
დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი გაფართოებას განაგრძობს. ამჯერად, ახალი ამბულატორიული ცენტრი ბათუმში გახსნა. ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება, ბაგრატიონის #129-ში ამბულატორიული და დიაგნოსტიკური სერვისების სრული სპექტრი მიიღოს. თანამედროვე, უახლესი თაობის მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურითა და კვალიფიციური პერსონალით დაკომპლექტებული სამედიცინო ცენტრი პაციენტებს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამის მომსახურებას სთავაზობს.