23, ივლისი 2021 11:57:00
ზუგდიდში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული - ზ.კ. დაკავებულია. სამართალდამცავებმა ნივთმკიცებად იარაღიც ამოიღეს.
შეგახსენებთ, დღეს დილით "საკონსერვოს დასახლებაში" ბენზინგასამართ სადგურზე მამა-შვილი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. 65 წლის კაცი ადგილზე გარდაიცვალა, დაჭრილი პირს კი ოპერაცია უტარდება.