23, ივლისი 2021 21:18:00
ბათუმის დანიშნული მერი დეპუტატის, გიორგი მანველიძის ქორწილში მისვლის გადაწყვეტილებას განმარტავს. არჩილ ჩიქოვანი თავს იმით იმართლებს, რომ ვაქცინირებულია და სპეციალისტების რეკომენდაციას იცავს. საპირისპირო ჩანს იმ კადრებში, რომელიც „TV25”-მა მოიპოვა. ჩიქოვანი ცოლთან ერთად, ხალხმრავალ ქორწილში არც სოციალურ დისტანციას იცავს და არც პირბადე უკეთია, რაზეც ჩვენი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა მიუთითა. არჩილ ჩიქოვანმა სულხან მესხიძეს ჰკითხა სად იყო მაშინ, როცა მისი ძმის ქორწილი გაიმართა? მესხიძემ მაღალჩინოსანს უთხრა, რომ მან მისი წილი პასუხისმგებლობა თავის დროზე იგრძნო და წვეულებაზე არ მისულა. ჟურნალისტის კითხვაზე: რა გააკეთა მაკონტროლებელმა ამ შემთხვევაში თუ წვეულების გამართვის შესახებ ინფორმაცია გააჩნდა? მესხიძის ამ მითითებაზე ჩიქოვანმა ვერაფერი თქვა.