23, ივლისი 2021 23:41:00
აშშ-ის მთავრობის მიერ საქართველოსთვის საჩუქრად გადმოცემული "ფაიზერის" ვაქცინა საქართველოში, დღეს შემოვა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კოვიდ საწინააღმდეგო აცრის 500 ათას დოზას ცოტა ხანში ელოდებიან.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „ფაიზერის“ პირველი დოზით აცრის მსურველებს რეგისტრაციის გავლა ხვალიდან, 24 ივლისიდან შეეძლებათ. რეგისტრაცია 16 წლის და ზემოთ ასაკის პირებისთვის იქნება ნებადართული.
რაც შეეხებათ მათ, ვინც, „ფაიზერის“ პირველი დოზით უკვე აიცრნენ, სამინისტროს რეკომენდაციით, ასეთმა პირებმა მეორე დოზაზე რეგისტრაცია, 24 ივლისის 12:00 საათამდე უნდა გაიარონ.