25, ივლისი 2021 12:32:00
წვიმის შედეგად, 2 სართულიანი სახლი ჩამოინგრა. შემთხვევა თელავში, სოფელ რუისპირში მოხდა. ამ დროს სახლში ერთი ადამიანი იმყოფებოდა,რომელიც ნანგრევებიდან გამოსვლას ვერ ახერხებდა.
68 წლის დაზარალებული ქალის განმარტებით, სახლი ავარიულია და ამის შესახებ მერიას ინფორმაცია ჰქონდა, თუმცა, მისივე თქმით, ყოველთვიური თანხით, რაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ შესთავაზა (100 ლარი), ალტერნატიული ფართის დაქირავებას ვერ შეძლებდა.
ემა ლომიძე დახმარებას ითხოვს, მანამდე კი ღამის გათევას ნათესავებთან აპირებს.
მერიაში აცხადებენ, რომ ქალს სხვა უსაფრთხო საცხოვრებელში გადაიყვანენ. უწყების თქმით, ემა ლომიძეს არაერთხელ შესთავაზეს სხვა სახლში ცხოვრება, რაზეც იგი უარს აცხადებდა.