26, ივლისი 2021 16:56:00
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს
- ბათუმში - 02:30-დან 07:30 საათამდე თამარისა და ე.წ. ბიტმაშის დასახლებების ნაწილს.
- ხელვაჩაურში - 02:30-დან 07:30 საათამდე სოფლებს: წინსვლას,განთიადსა,კაპრეშუმსა და მიმდებარე სოფლებს. .ასევე მწვანე კონცხისა და დაბა მახინჯაურის დასახლებების ნაწილს.
- 11:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით ურეხის,მთისძირის,გონიოს,ზედა ღელის,მწვანე კონცხისა და დაბა მახინჯაურის დასახლებების ნაწილს.
- ქობულეთში - 11:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით, სოფლებს: ჭახათს,ხუცუბანს, ოჩხამურს,მუხაესტატეს,ციხისძირს,ბუკნარს,სახალვაშოს,ხალასა და მიმდებარე სოფლებს. ქ.ქობულეთში მემედ აბაშიძის,ლეონიძის,პოპოვის,ქიაჩელისა და მიმდებარე ქუჩებს .ასევე რკინიგზის სადგურისა და დაბა ჩაქვის ნაწილს.
- ქედაში - 11:00-დან 19:30 საათამდე სოფლებს: მერისსა და ინაშარიძეებს.
- შუახევში - 11:00-დან 18:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით, სოფლებს: ჯაბნიძეებს,გოგაძეებს,ცინარეთს,უჩამბასა და მიმდებარე სოფლებს.
აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.
R