26, ივლისი 2021 17:07:00
ბათუმში, „მაგნიტი მაქსის“ ახალი ფილიალი გაიხსნა. მრავალფუნქციური სუპერმარკეტები განსხვავდება ყველა იმ ფილიალისგან, რაც „მაგნიტის“ ბრენდის ქვეშ ერთიანდება. ის გამოირჩევა ზომითა და ასორტიმენტით. სწორედ ამიტომ, მოსახლეობისთვის საყიდლებზე სიარულის პროცესი უფრო მეტად სასიამოვნოა, რადგან ყველაფრის შეძენა ერთ სივრცეშია შესაძლებელი.
„მაგნიტის“ ახალი ფორმატის ფილიალი - „მაგნიტი მაქსი“ ბათუმში, რამდენიმე დღის წინ, ინასარიძის 7 ნომერში გაიხსნა. მრავალფუნქციური სუპერმარკეტი აჭარაში არსებული სხვა ფილიალებისგან ზომითა და პროდუქციის ასორტიმენტით განსხვავდება. გამოირჩევა მომსახურებითაც.
კომპანიისთვის ეს უკვე „მაქსის“ ტიპის მეორე ფილიალია, სადაც ათას კვადრატულ მეტრამდე განთავსებულ სუპერმარკეტში „მაგნიტის“ წარმოების პურ-ფუნთუშეული, მზა კერძები და საკონდიტრო ნაწარმია წარმოდგენილი. აქვე მომხმარებელს ნედლი ხორცი და თევზი დახვდება.
„მაგნიტი მაქსის“ კონცეფცია ბათუმის მოსახელობისთვის საყიდლებზე სიარულის პროცესს სასიამოვნოს გახდის, განსხვავებული ასორტიმენტი კი, ყველა სასურველი პროდუქტის ერთ სივრცეში შეძენას გაამარტივებს. სუპერმარკეტის მომხმარებლები სხვადასხვა შეთავაზებით ისარგებლებენ, მათ შორის, ყოველდღიური 20 პროცენტიანი აქციით.
კომპანიამ, მრავალფეროვანი და განსხვავებული ფორმატის სუპერმარკეტების „მაგნიტი მაქსის“ განვითარება 2021 წლიდან დაიწყო. ფილიალებში, საშუალოდ, 100 ადამიანი საქმდება, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანია კიდევ უფრო მეტ სამუშაო ადგილს ქმნის. მსგავსი ტიპის ქსელის გაფართოება სამომავლოდაც იგეგმება. მიზანი, უახლოეს 2-3 წელში, ამ ფორმატის 50-მდე მაღაზიის გახსნაა.
სუპერმარკეტების ქსელი მაგნიტი 2015 წლიდან ფუნქციონირებს. იგი პირველი კომპანიაა, რომელმაც ძირითადი აქცენტი ქსელის რეგიონში განვითარებაზე გააკეთა. საქართველოს მასშტაბით, „მაგნიტს“ 270 ფილიალზე მეტი აქვს, 4 ათას 500-მდე თანამშრომლით.