26, ივლისი 2021 17:35:00
ინფიცირების 2 264 ახალი შემთხვევა და გარდაცვლილი 26 ადამიანი - ქვეყანაში ეპიდვითარება კვლავ მძიმეა. მხოლოდ აჭარაში. გასულ დღე-ღამეში, კოვიდ 19 კიდევ 224 მოქალაქეს დაუდასტურდა. ოფიციალური მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებში 497 ადამიანი მკურნალობს, მათგან 5 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება. რეგიონის კოვიდ-სასტუმროებში 523 ადამიანია მოთავსებული. თვითიზოლაციაშია 2861 ინფიცირებული.