საწვავის ფასი კიდევ გაიზარდა. დღეს ერთი ლიტრი პრემიუმ კლასის ბენზინი სამ ლარსა და 20 თეთრს შეადგენს. სამლარიან ნიშნულს მიუახლოვდა სხვა დანარჩენიც. მოსახლეობა შიშობს, რომ ამ ფონზე, კიდევ უფრო გაძვირდება ისედაც კოლოსალურად მომატებული საკვები პროდუქტების ღირებულება. რას უკავშირდება საწვავის გაძვირება და როგორია პროგნოზები
ქვეყანაში, მოქალაქეების ყოფა, ყოველდღიურად უფრო და უფრო მძიმდება. მოსახლეობის დიდი ნაწილი საკვებსაც ვეღარ ყიდულობს. ამ ფონზე კი, საწვავი, რაზეც თითქმის, სხვა ყველა სამომხმარებლო პროდუქტის ღირებულებაა დამოკიდებული, კვლავ, გაძვირდა. ეს, მძიმედ დააწვა იმ პირებსაც, რომლებიც თავს ტაქსის მძღოლობით ირჩენენ. მათ შორის მათაც, ვისაც მწირე შემოსავლის მიუხედავად, მანქანით გადაადგილების აუცილებლობა აქვთ.
მოსახლეობისთვის ეს, მტკივნეული საკითხია, რადგან მათი მოლოდინით, საწვავზე ფასის ზრდა, სხვა პროდუქციის ფასსაც გაზრდის. სიტუაციის დარეგულირების კუთხით კი, მთავრობის იმედი არ აქვთ.
საწვავის ფაისის ზრდის, რამდენიმე გარემოებაზე საუბრობენ ნავთობ იმპორტიორთა კავშირში. აქ ამბობენ, რომ საერთაშორისო ბაზარზე, ახლა რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდება. მათი შეფასებით, ამ ფონზე, ფასების რეგულირებას. ლარის გამყარებაც კი, ვერ მოახდენს. ვანო მთვრალიშვილის თქმით, პრობლემებია მოწოდების კუთხითაც. რუმინეთი, საქართველოს, საწვავს საბითუმო ფასებში ვეღარ მიაწვდის, რადგან იქ ადგილობრივი წარმოების შეფერხებაა. მეორე გარემოება კი, თუქმენეთის მიერ დაწესებული ახალი ტარიფებია. სწორედ ამ უკანასკნელმა გამოიწვია ბენზინზე ფასის ზრდა, არაბრენდირებულ სადგურებზეც.
ეკონომისტები ახალ გარემოებაზე საუბრობენ. გიორგი კეპულაძე ამბობს, რომ ფასების რეგულერიბის ერთ-ერთი გამოსავალი ვაქცინაციის პროცესია, რადგან ქვეყანა არ ჩაიკეტოს და მოწოდების მხრივ პრობლემები არ შეიქმნას. სპეციალისტის შეფასებით, საწვავზე ფასის ზრდა უმძიმესად აისახება, არამხოლოდ მძღოლებზე, არამედ იმ ადამიანებზეც, რომლებიც ტრანსპორტით სარგებლობენ.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის თქმით, მოთხოვნა მიწოდების კუთხით ფასების დასტაბილურებაზე მუშაობენ. ღირებულების უპრეცენდენტო ზრდა კი, ჯაბა ფუტკარაძის თქმით, მსოფლიო ბაზარზე ტარიფების გაზრდამ გამოიწვია.
საწვავის ღირებულება, თვეების განმავლობაში უკონტროლოდ იზრდება. საუკეთესო ხარისხის ბენზინის ფასი, სამ ლარსა და ოც თეთრს აღწევს, შედარებით დაბალი ხარისხის საწავის ფასმა კი, სამ ლარს მიაღწია.