27, ივლისი 2021 12:02:00
იმის ნაცვლად, რომ დღეს წავიდეთ ქორწილში და სხვა სუფრაზე, წავიდეთ და ავიცრათ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა.
ამირან გამყრელძის თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების აღსრულებით კმაყოფილი არ არის, აღნიშნულზე პასუხისმგებლობა კი ყველამ, მათ შორის, თავადაც უნდა აიღოს.
„თქვენ მხარს დაუჭერთ იმას, რომ დღეს გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა და მკაცრი „ლოქდაუნი“ ქვეყანაში? თუ ჩვენ, მე, თქვენ, შევასრულებთ იმ რეკომენდაციებს, ანუ არ წავალთ ქორწილში, არ ჩავატარებთ დიდ წვეულებას, არ აღვნიშნავთ უნივერსიტეტის დამთავრების და სკოლის დამთავრების დიდ თავყრილობებს, თუ არ წავალთ და არ ვიქნებით მუსიკალურ ფესტივალებზე, სადაც 10 ათასი ადამიანი იკრიბება, კუს ტბაზე, ლისის ტბაზე და ა.შ. თუ ამას გავითავისებთ ყველა, რომ ცეცხლს ვეთამაშებით დღეს, მაშინ, არ გვექნება. იმის ნაცვლად, რომ დღეს წავიდეთ ქორწილში და სხვა სუფრაზე, წავიდეთ და ავიცრათ“, - განაცხადა გამყრელიძემ.