27, ივლისი 2021 17:52:00
ქვეყნის მასშტაბით, 27 აფთიაქი გამოვლინდა, სადაც ფსიქოტროპული მედიკამენტებით უკანონო ვაჭრობა ხორციელდებოდა. ანტიკორუფციული სააგენტოსა და კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ერთობლივი საგამოძიებო ღონისძიებები ქვეყნის დიდ ქალაქებში ჩაატარეს. მათ მიერ, 96-ჯერ მოხდა საკონტროლო შესყიდვა, რა დროსაც ყოველგვარი რეცეპტისა და პიროვნების დამდგენი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე, ფარმაცევტებმა უკანონოდ გაასაღეს ფსიქოტროპული მედიკამენტები.