25, იანვარი 2017 11:26:00
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ნარკოტიკების უკანონოდ შენახვა-რეალიზაციის ბრალდებით დაკავებულ ვაჟა ხინიკაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენი მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა გამოიტანა. დაკავებულის ოჯახის წევრები ამტკიცებენ, რომ ხინიკაძე უდანაშაულოა, შესაბამისად, სასჯელი უსამართლოა. ისინი გრეტიაშვილის გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. პროცესს წინ საპროტესტო აქცია უძღოდა. ვაჟა ხინიკაძის ახლობლებმა გენეტიკური ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვეს, რაც მათი აზრით, ბრალდებულის უდანაშაულობას დაამტკიცებდა. ვაჟა ხინიკაძე გასული წლის აგვისტოში დააკავეს. სამართალდამცავების ინფორმაციით, მას 18 აბი სუბოტექსი ამოუღეს. საქმის ძიება სისხლის სამართის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას გულისხმობს და 9-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.