28, ივლისი 2021 17:49:00
საქართველოში პირველად უფროსი სპეციალური მასწავლებლის საგნის გამოცდა ჩატარდა. ამით 2021 წელს მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების პროცესი დასრულდა. სპეციალური პედაგოგებისთვის ორგანიზებულ საგამოცდო სესიას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე გაეცნო. ეკატერინე დგებუაძის განმარტებით, ზოგადი განათლების კანონში შესული ცვლილებების საფუძველზე, განათლების სისტემამ ინკლუზიურ განათლებაში დასაქმებული სპეციალისტები მასწავლებლებად აღიარა.