28, ივლისი 2017 17:04:00
საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი „ბათუმი-2017“ დასრულდა. ტურნირში 8, 10, 12 და 14 წლამდე ასაკის ჭაბუკებმა და გოგონებმა მიიღეს მონაწილეობა. შეჯიბრი შვეიცარიული სისტემით 7 ტურად გაიმართა და მასში ქართველი, აზერბაიჯანელი, სომეხი, რუსი და ყაზახი მოჭადრაკეები ასპარეზობდნენ. ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, გამარჯვებულებს მედლებთან და სიგელებთან ერთად ფულადი ჯილდოებიც გადაეცა. ტურნირზე ასევე იყო დაწესებული ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის შოთა ჭურკვეიძის, ყოფილი მწვრთნელის ისიდორე გოგეშვილის და ყოფილი მოჭადრაკის გია მახარაძის სახელობის თასები. კონკურსის შედეგად გამოვლინდა 5 საუკეთესო მწრთვნელიც. საჭადრაკო ფესტივალი აჭარის ჭადრაკის ფედერაციისა და აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა.