29, ივლისი 2021 11:29:00
ივანე ბოკერიას სახელობის რეფერალური კლინიკიდან ანტივაქსერი თანამშრომელი გაათავისუფლეს, რომელიც Facebook-ზე კორონას საწინააღმდეგო აცრაზე ცრუ ინფორმაციას ავრცელებდა.
საავადმყოფოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მათი თანამშრომელი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას კლინიკის სახელით მათთან შეუთანმხებლად ავრცელებდა. ბოკერიას სახელობის რეფერალური კლინიკა თანამშრომლის ანტივაქსერულ განცხადებას ემიჯნება.
ჰოსპიტლის ადმინისტრაცია გმობს და ემიჯნება მსგავსი ტიპის განცხადებას, მიუღებლად მიაჩნია თანამშრომლობა პირთან, რომლის განცხადებაც რთულ პერიოდში მყოფი სამედიცინო კოლეგების დაკნინებისკენაა მიმართული და, ამავდროულად, შეიცავს ადამიანის ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების საშიშროებას", - წერია განცხადებაში.