29, ივლისი 2021 11:49:00
ნუ ნერვიულობთ, ყველაფერი იქნება კარგად ახსნილი, არანაირი რუსული სცენარი არ არის, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების" მიერ შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირების საკითხს გამოეხმაურა.
რეპორტიორების კითხვაზე, როგორ უნდა აუხსნათ დასავლელ პარტნიორებს თქვენი საქციელი, დავით ზალკანიანმა უპასუხა, რომ ეს მათი საქმეა.
„თქვენ ნუ ნერვიულობთ, ყველაფერი კარგად იქნება. ნუ ნერვიულობთ, ყველაფერი იქნება კარგად ახსნილი, არანაირი რუსული სცენარი არ არის“, - აღნიშნა ზალკალიანმა.
ცნობისათვის, „ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს.