30, ივლისი 2021 17:15:00
„დაჟინებით მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, გულწრფელად იმუშაონ საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებისთვის“ - ევროპარლამენტარები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. წერილში ისინი ხაზს უსვამენ, რომ გაოცებულნი და იმედგაცრუებულნი არიან მმართველი პარტიის გადაწყვეტილებით. დიპლომატები „ქართულ ოცნებას“ 19 აპრილის შეთანხმების ანულირების გაუქმებას ურჩევენ.