30, ივლისი 2021 17:22:00
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ზაზა დიასამიძე იქნება. ამის შესახებ დღეს ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.ზაზა დიასამიძე ხელვაჩაურის პოლიციის უფროსი იყო. ბოლო რამდენიმე თვეა ის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის პოზიციაზე გადაიყვანეს. "ქართულმა ოცნებამ " სხვა მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებიც დაასახელა. ამ დრომდე უცნობია სად გააგრძელებს მოღვაწეობას მოქმედი მერი ჯუმბერ ვარდმანიძე