30, ივლისი 2021 17:42:00
„ბოლო სამ წელში, ბიუჯეტის მესამედზე მეტი, ჯანდაცვის სამინისტრომ 15,7 მილიარდი ლარი ჯანდაცვაზე დახარჯა, თუმცა, სისტემა პანდემიასთან არაეფექტურია“. ამ შეფასებას "ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს. არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, გაზრდილი ბიუჯეტის მიუხედავად, სამინისტრო პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის არაეფექტიანობით მსოფლიოში გამოირჩევა და ვირუსი უფრო მეტ სიცოცხლეს იწირავს. გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ჯერ ვაქცინა ვერ ჩამოიტანა, შემდეგ კი პროცესი არასათანადოდ წარმართა. მესამე სექტორის თქმით, აცრაზე რეგისტრაციის საიტიც კი, დღემდე შეფერხებებით მუშაობს.