30, ივლისი 2021 21:10:00
„OBM ანუ OLD BATUMI MARKET“ - ხვალიდან, ბათუმში, ყოველ შაბათ-კვირას, გამოფენა-გაყიდვა იწყება. ძველი ბათუმის 4 ქუჩაზე მოძრაობა ჩაიკეტება და მოქალაქეები, ხელნაკეთ ნივთებს გასაყიდად, სპეციალურად მოწყობილ ჯიხურებზე გამოიტანენ. წარმოდგენილი იქნება ყვავილები, სოფლის მეურნეობის ბიოპროდუქტები, ხელოვნებისა და მხატვრობის ნიმუშები და სხვა. პროექტში მონაწილეობის მსურველებმა შეგიძლიათ მიწეროთ „OLD BATUMI MARKET“-ის ფეისბუქ გვერდს და დარეკოთ ნომერზე 514 510 909. ცნობისთვის, იდეის განხორციელება 2019 წელს დაიწყო და მისი ავტორი მომღერალი, კახაბერ ცისკარიძეა.