04, აგვისტო 2021 22:45:00
თავდასხმები ტურისტებზე ბათუმის ბულვარში. სოციალურ ქსელებში გავრცელებული კადრებიდან ჩანს, თუ როგორ მოაქციეს ალყაში ქუჩაში მოწყალების სათხოვნელად გამოსულმა ადამიანებმა ტურისტები. მსგავსი ფაქტები ადგილობრივებს არ უკვირთ და საკმაოდ ხშირიცაა. რატომ არ რეაგირებ ასეთ შემთხვევბზე ძალოვანი უწყების წარმოამდგენლები და რა რეკომენდაციებს გასცემენ სპეციალისტები?
ეს კადრები, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, ბათუმის ბულვარშია გადაღებული. ერთმანეთს ტურისტები და ქუჩაში მოწყალების სათხოვნელად გასული ადამიანები დაუპირსისპირდნენ. ინციდენტი ფიზიკურ შეურაცხყოფაში გადაიზარდა. ვიდეომასალიდან კარგად ჩანს, როგორ აქცევენ ალყაში მოწყალების სათხოვნელად გასული ადამიანები დამსვენებლებს. მიზანი თანხის გამოძალვაა.
მსგავსი ვითარება მხოლოდ ბათუმის ბულვარში არ არის. ქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე ხშირად შეხვდებით ერთმანეთთან დაპირისპირებულ ქვეითებსა და მოწყალების მთხოვნელ მოქალაქეებს. მდგომარეობა განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში რთულდება, ანუ, მაშინ, როცა ქალაქს ტურისტები სტუმრობენ. ამაზე ადგილობრივებიც საუბრობენ და ამბობენ, რომ არსებული სიტუაცია როგორც მათთვის, ისე ვიზიტორებისთვისაც საფრთხის შემცველია.
სოციალურ ქსელში გასაჯაროვებული ვიდეოების შემდეგ, ადგილობრივები შიშობენ, რომ არსებული ვითარება ქვეყნისა და ქალაქის ტურისტულ იმიჯს საფრთხეს შეუქმნის. ეს ყველაფერი კი საბოლოო ჯამში, რეგიონის ეკონომიკური დაღმასვლის პირდაპირპროპორციულია.
მსგავსი ფაქტები საქართველოს ეკონომიკაზე უარყოფითად რომ იმოქმედებს და ტურიზმის განვითარებაზე ნეგატიურად აისახება ამბობენ ტურ-ოპერატორები და გიდები. ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროს ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ.
ორგანიზაციაში „ეთნიკურ უმცირესობათა უფლებების დასაცავად" ამბობენ, რომ ქუჩაში მოწყალების სათხოვნელად გასულ ადამიანებს მეტწილად, მათი მისასმართით ნათქვამი მადისკრიმინერებელი სიტყვები აღიზიანებთ. პრობლემის აღმოსაფხვრელად ნარგიზ ჭინჭარაძე ეთნიკურ ჯგუფთა იდენტიფიკაციის აუცილებლობას ხედავს, რის შემდეგად სახელმწიფომ შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადადგას.
შექმნილი მდგომარეობა ნაცნობია ბათუმის მერიისთვის, რომელიც ტურისტებისა და ადგილობრივების უსაფრთხოებაზე ერთ-ერთი პასუხისმგებელი ორგანოა. მიუხედავად გავრცელებული ვიდეომასალებისა და მომრავლებული შემთხვევებისა, ბათუმის დანიშნული მერის მოვალეობის შემსრულებელი გვიმტკიცებს, რომ ადამიანთა უსაფრთხოებაზე სამართალდამცავები შესაბამისად რეაგირებენ.
მოქალაქეებისათვის ბრალდების მთავარი ადრესატი შინაგან საქმეთა სამინისტროა. უწყებაში ვიკითხეთ, რატომ არ ხდება რეაგირება მსგავს შემთხვევებზე ან თუ ხდება, მაშინ რატომ არის ეს პრობლემა წლებია მოუგვარებელი? პრესსამსახურში არ გვიპასუხეს.