04, აგვისტო 2021 21:45:00
იმის მიუხედავად, რომ ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების თარიღი ცნობილია, წინასაარჩევნო აქტივობა აჭარის მთიანეთსშ ჯერ არ შეინიშნება. უფრო მეტიც, პარტიული ოფისების უმრავლესობა დაკეტილია. რას ელოდებიან კენჭისყრისგან ამომრჩევლები და როგორ ემზადებიან პოლიტიკური სუბიექტები, ხულოს თვთმართველ რგოლში მოსახვედრად.
ერთადერთი პარტია, რომელმაც ადგილობრივი თვითმართველობის არჩვენებზე, აჭარის მთიანეთში მერობის კანდიდატი დაასახელა „ქართული ოცნებაა“. მიუხედავად იმისა, რომ მმართველმა გუნდმა ვახტანგ ბერიძე ოფიციალურად წარადგინა, პარტიის ოფისის ფასადზე, ჯერ კიდევ ბოლო არჩევნებში მოქმედი ანზორ ბოლქვაძის პლაკატი დომინირებს. აღმასრულებელი მდივანი ხულოში აცხადებს, რომ პარტიულმა ოფისმა მუშაობა განაახლა და მაჟორიტარი კანდიდატებისა და პარტიული სიის ვინაობაც მალე გახდება ცნობილი. კითხვაზე, წარადგენს თუ არა გუნდი საკრებულოს მოქმედი წევრებიდან კანდიდატებს, იური აბულაძე ასე პასუხობს:
მმართველი პარტიის ოფისს გარდა, ხულოში, ამ დროისთვის, მხოლოდ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი ფუნქციონირებს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ საარჩევო სამზადისში არიან და მათი ბრძოლის მთავარი მოტივი, ადგილობრივ დონეზე ხელისუფლების შეცვლაა.
ხულოში, კიდევ ორი პარტიის - „საქართველოსთვის“ და „ევროპული საქართველოს“ არსებობა შეინიშნება. ექსპრემიერის ახლახანს შექმნილი პარტიის გახნილი ოფისის კარები ჩარაზულია. დაკეტილია „ევროპული საქართველოს“ პარტიის ოფისის შენობაც. ანუ, გამოდის, რომ ადგილობრივი არჩევნებისთვის აქ მხოლოდ მმართველ გუნდი და მთავარი ოპოზიციური ძალა აქტიურობს.
შეგახსენებთ, საკანონმდებლო კოდექსში შესული ცვლილებებით, ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებზე ხულოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობა წელს, 8 მაჟორიტარს აირჩევს.