06, აგვისტო 2021 11:15:00
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განმარტებით, შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულია და აღარასოდეს ასეთი ტიპის შეთანხმება აღარ გაფორმდება.
ირაკლი კობახიძის თქმით, 2024 წლამდე არავითარი რიგგარეშე არჩევნები არ იქნება.
„შეთანხმება არის ანულირებული, ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ მომავალში აღარასდროს ასეთი ტიპის შეთანხმებას აღარ გავაფორმებთ. აქ საუბარი იყო დროებით კონსტიტუციური ჩარჩოდან გასვლაზე, მეორედ ეს აღარასოდეს მოხდება. ამაზე ვართ ჩვენ პასუხისმგებელი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.