09, აგვისტო 2021 21:35:00
ღია სივრცეში, სადაც 5-ზე მეტი ადამიანი იკრიბება, პირბადის ტარება სავალდებულო ხდება. რეგულაცია ძალაში ხვალიდან შევა. გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, შეზღუდვის დაწესების მიზეზი ეპიდსიტუაციის გაუარესება გახდა.