10, აგვისტო 2021 15:55:00
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე არ გამორიცხავს, რომ საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია გარკვეული სეგმენტისთვის სავალდებულო პრაქტიკად დაინერგოს.
ამის შესახებ მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა. თუმცა, როგორც მან აღნიშნა, ჯერჯერობით სავალდებულო ვაქცინაციაზე არ მსჯელობენ.
„ამ ეტაპზე სავალდებულო ვაქცინაციაზე ჩვენ არ ვმსჯელობთ. თუმცა, შეიძლება დადგეს მომენტი, როდესაც ვაქცინაცია გარკვეული სეგმენტის წარმომადგენლებისთვის, როგორც სხვა ქვეყნებში, ასევე ჩვენთანაც დადგეს პრაქტიკად. მაგრამ დარწმუნებული ვარ, შეიძლება ავირიდოთ მსგავსი მოთხოვნები და დავალებები სახელმწიფოს მხრიდან“, - განაცხადა ტიკარაძემ.