14, აგვისტო 2021 12:51:00
"წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 38-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ თურქული მედია იუწყება. მათი ინფორმაციით, ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ძლიერი წვიმისგან გამოწვეულ წყალდიდობას კასთამონუს პროვინციაში 32 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 6 ადამიანი დაიღუპა სინოპში.
თურქეთის პრეზიდენტის თქმით, სამაშველო ოპერაციებში ჩართულია 19 ვერტმფრენი, ერთი უპილოტო საფრენი აპარატი, 66 სასწრაფო დახმარების მანქანა, 41 სამაშველო ჯგუფი და შესაბამისი სამსახურების 4 760 თანამშრომელი.
თურქეთის შავი ზღვის რეგიონში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას ოთხშაბათიდან ებრძვიან. გუშინ, სამი პროვინცია: სინოპი, კასთამონი და ბართინი სტიქიური უბედურების ზონად გამოცხადდა.