14, აგვისტო 2021 16:23:00
ავტოსაგზაო შემთხვევა ხელვაჩაურში. ინციდენტი კლინიკა "მედინას" მიმდებარე ტერიტორიაზე ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცავები.
TV25.GE-ის ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შედეგად არავინ დაშავებულა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ საქმეზე ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო.