17, აგვისტო 2021 09:58:00
თურქეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 77-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას მედია საშუალებები ქვეყნის ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებენ.
მათივე ცნობით, მაშველები ამ დრომდე ეძებენ 47 დაკარგულს.
ყველაზე მეტი, 62 ადამიანი, კასთამონუს პროვინციაში დაიღუპა, 14 - სინოპში, ერთი კი - ბართინში. ამასთან, 47 დაკარგულს ეძებენ კასთამონუსა და სინოპში, 7 დაშავებული კი საავადმყოფოში მკურნალობს.
წყალდიდობამ გასულ კვირაში თურქეთის შავი ზღვის რეგიონი მნიშვნელოვნად დააზარალა : დაინგრა სახლები და ხიდები, წყალმა წაიღო ავტომობილები, ჩაიკეტა გზები და დაზიანდა ელექტროენერგიის გადაცემის ინფრასტრუქტურა. დაზარალებული რაიონებიდან 2 ათასზე მეტი ადამიანია ევაკუირებული.