18, აგვისტო 2021 22:41:00
"სასწარაფოს ექიმები 500 ლარიან დანამატებს მიიღებენ", - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა. ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს თითქმის ერთი წელია სახელმწიფოს მხრიდან დანამატების სახით საკმაოდ მაღალი ანაზღაურება აქვთ.
"თითქმის წელიწადია, რაც ექიმებს ვაძლევთ დანამატებს, რომელიც არის სახელმწიფოს მხრიდან დეტალურად გაწერილი და საკმაოდ მაღალია მთელი სამედიცინო პერსონალისთვის. დამატებით საბჭოს მხრიდან გუშინ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ სასწრაფო დახმარების ექიმებს, რომლებიც განსაკუთრებით რთულ პირობებში მუშაობენ, მათ სახელმწიუფოს მხრიდან გაეცემათ 500-ლარიანი დანამატი იმისდა მიუხედვაად სად, რომელ რეგიონში არიან ისინი დასაქმებულები, ვინაიდან ჩვენთვის ნამდვილად ძალიან გულთან მისატანია ის სამუშაო, რომელსაც ექიმები ასრულებენ ჩვენი პაციენტებისთვის და ყველანაირად ვეცდებით,რომ ვიდგეთ მათ გვერდით“ - თქვა ტიკარაძემ.