20, აგვისტო 2021 21:23:00
ბათუმში, ტურისტული სეზონის დაწყებასთან ერთად, ქალაქის ცენტრალურ უბნებში ტერასები და ღია კაფეები ძირითადად ტროტუარის ხარჯზე ეწყობა. კაფე-ბარების მფლობელები, ხშირ შემთხვევაში, ფეხით მოსიარულეებს არ ითვალისწინებენ. მათ შორისაა, კიდევ ერთი ობიექტი - კაფე „ტერასა საფერავი“, რომელმაც ფარნავაზ მეფის ქუჩა რკინის კონსტრუქციით გადაკეტა.
ბათუმის ერთ -ერთი ცენტრალური ქუჩაზე. კონკრეტულად ეს ადგილი, ფეხით მოსიარულეებისთვისაა განკუთვნილი. როგორც ხედავთ, ტროტუარზე გადაადგილება ქვეითებისთვის საკმაო დისკომფორტს წარმოადგენს. იქ, სადაც მოქალაქეები უნდა გადაადგილდებოდნენ, რკინის კონსტრუქციაა განთავსებული. ბათუმელები აღნიშნავენ, რომ ქვეითთა გადასაადგილებელი გზის შეზღუდვა დიდ პრობლემას ქმნის.
საფეხმავლო ბილიკების შეზღუდვას უარყოფითად აფასებს სამოქალაქო აქტივისტი, ალექსანდრე მილორავაც. მისი თქმით, ბათუმში უამრავი ადგილია, სადაც კაფე-რესტორნებს, ფეხითსავალი ნაწილები მიტაცებული აქვთ, რის შედეგადაც ადამიანებს თავისუფლად გადაადგილების საშუალება ეზღუდებათ. ამ ყველაფერში იგი „ბათუმის მერიას“ ადანაშაულებს.
საკითხთან დაკავშირებით, პასუხისმგებელი უწყებისგან, განმარტებების მოსმენა გსურდა. ჩვენ ვცადეთ დავკავშირებოდით ბათუმის მერიას, მაგრამ უშედეგოდ. სამწუხაროდ, კითხვები, თუ რატომ ხდება საფეხმავლო ბილიკების კომერციულ ფართად ათვისება? და რატომ იღებს ქალაქის თვითმმართველობა მოქალაქეებისთვის ხელისშემშლელ გადაწყვეტილებებს? კვლავ პასუხგაუცემელი დარჩა.