27, აგვისტო 2021 17:44:00
პარტიამ „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ თბილისის მერობის კანდიდატად იბოს (ნიგერიის ერთ-ერთი კუთხე) მეფე რიჩარდ არინზე ოგბუნუჯუ ოფიციალურად დაარეგისტრირა.
რიჩარდ ობგუნუჯუ, რომელსაც თბილისი მერობა სურს, 23 წელია საქართველოში ცხოვრობს, ფლობს ქართულ ენას, ჰყავს სამი შვილი და ქართველი ცოლი.
მისი თქმით, წლების წინ თბილისიდან მიღებული სიყვარული სურს, დედაქალაქს დაუბრუნოს და ბევრი სასიკეთო საქმე გააკეთოს, ამიტომაც მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება.
„დარწმუნებული ვარ, ამ ქალაქისთვის ბევრი რამის გაკეთება შემიძლია, ვიცი სად უჭირს თბილისის მცხოვრებლებს, ყველაზე მთავარი პრობლემა კი უმუშევრობაა. მოვდივარ პოლიტიკაში იმიტომ, რომ ხალხს უჭირს. ჩვენ პროფესიონალი გუნდი გვყავს და მზად ვარ გავაკეთო ყოველივე კარგი ამ ქალაქისათვის“, - განაცხადა რიჩარდ ობგუნუჯუმ.