02, სექტემბერი 2021 20:48:00
საკუთარ სახლში 50 წლამდე კაცი გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა ნინოწმინდაში, სოფელ განძაში დღის მეორე ნახევარში მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას sknews.ge ავრცელებს.
სოფლის რწმუნებულის ინფორმაციით, გარდაცვლილი, ოჯახის წევრებმა მისივე სახლის სხვენში იპოვეს.
„რა მოხდა არ ვიცით. შუადღის შემდეგ დაბრუნებულა სახლში, შემდეგ იპოვეს სახურავში გარდაცვლილი. რუსეთიდან დაახლოებით 2 კვირის წინ ჩამოვიდა. მეუღლე და 3 შვილი ჰყავს“, – თქვა მან.