03, სექტემბერი 2021 19:27:00
ბათუმში, 10-ზე მეტ ქუჩაზე სასმელი წყალი სრულად შეიზღუდება. მიწოდება 01:00 საათამდე არ აღდგება. ამის შესახებ "ბათუმის წყალი" იტყობინება. მიზეზად მდინარეების აღრევა გახდა.
წყლის მიწოდება ღამის 01:00 საათამდე შეწყდება შემდეგ მისამართებზე:
1. ჯავახიშვილის ქუჩა - ტბელ აბუსერიძის ქუჩიდან ბაგრატიონის ქუჩამდე;
2. გრიბოედოვის ქუჩა - ტბელ აბუსერიძის ქუჩიდან ბაგრატიონის ქუჩამდე;
3. ლერმონტოვის ქუჩა - ჭავჭავაძის ქუჩიდან ბაგრატიონის ქუჩამდე;
4. თაყაიშვილის ქუჩა - ჭავჭავაძის ქუჩიდან ბაგრატიონის ქუჩამდე;
5. ჯავახიშვილის შესახვევი - სრულად;
6. სარაჯიშვილის ქუჩა - სრულად;
7. გრიბოედოვის შესახვევი - სრულად;
8. ლორიას ქუჩა - სრულად;
9. პუშკინის ქუჩა - შარტავას ქუჩიდან - ს. ხიმშიაშვილის ქუჩამდე;
10. გიორგი ბრწყინვალეს ქუჩა - სარაჯიშვილის ქუჩიდან ს. ხიმშიაშვილის ქუჩამდე;
11. მამია კომახიძის ქუჩა - სარაჯიშვილის ქუჩიდან ს. ხიმშიაშვილის ქუჩამდე.