06, სექტემბერი 2021 10:51:00
თურქეთში, კოვიდის საწინააღმდეგოდ აცრის საშუალება 12 წლიდან ბავშვებსაც ეძლევათ. უცხოური მედიის ცნობით, ამის შესახებ თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.
ფაჰრეთინ კოჩას განმარტებით, ამ ასაკის მოზარდების ვაქცინაცია მშობლების თანხმობის საფუძველზე უნდა განხორციელდეს.
ცნობისათვის, დღეიდან თურქეთში სკოლები იხსნება. არავაქცინირებულ მასწავლებლებსა და სკოლის თანამშრომლებს კვირაში ორჯერ „პისიარ“ ტესტის გავლა მოუწევთ. სავალდებულო იქნება პირბადის გამოყენებაც.