06, სექტემბერი 2021 11:18:00
თბილისში, კორონავირუსმა 15 წლის მოზარდის სიცოცხლე იმსხვერპლა. ინფიცირებული ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში მკურნალობდა.
სამედიცინო დაწესებულების ინფორმაციით, მოზარდს თანხმლები დაავადებები ჰქონდა და იგი კლინიკაში შესვლის დღიდან ჟანგბადდამოკიდებული იყო.
„პაციენტი შემოვიდა 1-ში. გარდაიცვალა გუშინ. იგი კლინიკაში შემოსვლიდან იყო ჟანგბადდამოკიდებული. ჰქონდა თანხმლები დაავადებები: ჰიდროცეფალია, რაზეც ოპერაცია ჩაუტარდა, ასევე ფსიქომოტორული სფეროს დარღვევა, ცერემბრალური დაბლა, ჭარბწონიანობა. თავდაპირველად ფილტვის დაზიანება იყო 13-ქულიანი, რაც შემდეგ კიდევ უფრო დამძიმდა“,- ამბობენ კლინიკაში.