06, სექტემბერი 2021 19:15:00
"ამ არჩევნებზე საქართველოში ჩავალ", - ეს განცხადება ქვეყნის მესამე პრეზიდენტმა გააკეთა. მიხეილ სააკაშვილმა მიმართვა ფეისბუქის საშუალებით გაავრცელა და 2021 წლის კენჭისყრაზე საქართველოში ჩამოსვლა დააანონსა.
ექსპრეზიდენტი ქვეყანაში ჩამოსვლისკენ უცხოეთში მყოფ სხვა მოქალაქეებსაც მოუწოდებს.
„პირადად მე ჩავალ ამ არჩევნებზე საქართველოში და ასევე მინდა მოვუწოდო უცხოეთში მყოფ ჩვენს თანამოქალაქეებს - ვისაც გაქვთ ამის საშუალება, არჩევნების დღეებში აიღეთ შვებულება და ვისაც როგორ შეგიძლიათ ჩასვლა - ხმელეთით, ჰაერით, წავიდეთ ყველა ერთად საქართველოში!“ - თქვა სააკაშვილმა.