07, სექტემბერი 2021 11:47:00
ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ინციდენტი ფოთი-გრიგოლეთის გზაზე ცოტა ხნის წინ მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბეტონის ბოძს შეეჯახა. შედეგად, ახალგაზრდა მძღოლი ადგილზე დაიღუპა.
ტერიტორიაზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. მიმდინარეობს გამოძიება.