07, სექტემბერი 2021 12:48:00
"რეგულაციებმა რომ თავისი შედეგი აჩვენა ეს მე მგონი თვალსაჩინოა ყველასათვის", - ეს განცხადება დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ გააკეთა.
პაატა იმნაძის განმარტებით, ქვეყანაში, ინფიცირებათა შემთხვევების რიცხვი კლებულობს და სავარაუდოდ, დამატებითი რეგულაციების შემოღება არ დაიგეგმება.
"რეგულაციებმა რომ თავისი შედეგი აჩვენა ეს მე მგონი თვალსაჩინოა ყველასათვის. საბედნიეროდ შემთხვევების რიცხვი კლებულობს. შეიძლება ისე სწრაფად არა როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ საბედნიეროდ მაინც კლებულობს. ამიტომ მე დღეს, გამკაცრებას რაღაც ღონისძიებებისა არ ველი," - თქვა პაატა იმნაძემ.