07, სექტემბერი 2021 21:58:00
ჩამონგრეული კედლები, დაზიანებული იატაკი და შენობა მინების გარეშე - ეს ვითარება ქედაში, დაბა მახუნცეთში არსებულ საზაფხულო თეატრშია. სივრცე, რომლის კეთილმოწყობისთვისაც მუნიციპალიტეტის მერიამ ასეულობით ლარი გადაიხადა, დღეს ისევ სარემონტოა. არა და შენობა უწყებამ თეატრის სულ რაღაც 3 წლის წინ ჩაიბარა. ჩაიბარა, თუმცა ექსპლუატაციაში ჯერ კიდევ არ შესულა. ხარვეზებულით შესრულებული საზაფხულო თეატრის შენობა, სხვა ობიექტებთან ერთად, სახელმწიფო აუდიტის დასკვნაშიც მოხვდა. სამაგიეროდ, ეს მდგომარეობა გამორჩა ქედის მერიის შიდა აუდიტის სამსახურს, რომელსაც პრობლემა თვალწინ აქვს.
მიუხედავად იმისა, რომ ქედაში, დაბა მახუნცეთში, მერიამ სახელმწიფო თანხით მოწყობილი საზაფხულო თეატრის შენობა 2018 წელს ჩაიბარა, იგი ექსპლუატაციაში ჯერ კიდევ არ შესულა. უფრო მეტიც, სივრცე, რითიც დღემდე არავის უსარგებლია, უკვე სარემონტოა. დაზიანებულია კედლები და იატაკი, მინების გარეშეა შენობის ერთი ნაწილიც. ანალოგიურ ვითარებაშია მუნიციპალიტეტის ცენტრალურ პარკში მოწყობილი სცენაც. აქ, სარეაბილიტაციო კედლების დასაფარად, მთელს სიგრძეზე გასაშლელი ტენტია გაკრული.
მუნიციპლიტეტში შექმნილი მსგავსი სურათის გამო, ოპოზიცია, ქედის მერიას დაუსრულებელი ობიექტების ჩაბარებაში ადანაშაულებს. ვაჟა ბოლქვაძე უწყებას პრობლემის გამოსწორებისკენ მოუწოდებს.
მახუნცეთში მოწყობილი საზაფხულო თეატრი, სხვა ობიექტებთან ერთად, სახელმწიფო აუდიტის დასკვნაშიც მოხვდა. მაკონტროლებელი წერს, რომ მშენებლობისათვის ბიუჯეტიდან, 165 ათას ლარზე მეტია გახარჯული. ობიექტის მიღება-ჩაბარება 2018 წელს გაფორმდა, თუმცა ვიზუალური დათვალიერებით ირკვევა, რომ სამშენებლო სამუშაოები ხარვეზებითაა შესრულებული. ამაზე არც ექსპერტიზა ჩატარებულა და მერიას, პრობლემების გამოსწორებისთვის არც პროექტის განმახორციელებელი კომპანიისთვის მიუმართავს. ყოველივე ამაზე, უწყებაში ასე გვპასუხობენ:
დახარვეზებული ობიექტების მიუხედავად, ქედის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის ბოლო რამდენიმე წლის ანგარიშში, არცერთი ინფრასტრუქტურული ობიექტი მომხვდარა. აქ აცხადებენ, რომ უწყების შესაბამისი სამსახური, კონტროლს ამ მიმართულებით არ აწარმოებს და მიმდინარე წელს, ძირითადად, თვითმართველობის მიერ განხორციელებულ, სახელმწიფო შესყიდვებზე აქცენტირდებიან.
მახუნცეთში, 156 მაყურებელზე გათვლილი საზაფხულო თეატრის შენობა ქედის მერიამ ტურისტებისთვის ისე მოაწყო, რომ პროექტის განსახორციელებლად აუდიტორიისთვის არც სკამები გაუწერია და არც სცენის მიმდებარე ტერიტორია მოუწესრიგებია. კიდევ რამდენ ხანს დარჩება ვიზიტორებისთვის აჭარის მთიანეთში, ყველაზე მიმზიდველ ადგილზე ეს უსახური შენობა უფუნქციოდ? ამას ქედის მერიის მუშაობაზე გვიჩვენებს. მერიის, რომელმაც ობიექტი დახავეზებული სახით ჩაიბარა.