11, აგვისტო 2017 21:31:00
„ქართული ოცნების“ წინასაარჩევნოდ გამართული შეხვედრა დახურულ კარს მიღმა. შეკრების შესახებ „მაცნემ“ შემთხვევით გაიგო. ხელვაჩაურში, იქ, სადაც 2015 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ილია ნაკაშიძის საარჩევნო შტაბი იყო, ადგილზე მისულებს გადაღების უფლება არ მოგვცეს. ჩვენი ინფორმაციით, შეხვედრაზე ხელვაჩაურის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი უნდა აერჩიათ, თუმცა მოცემულ კომენტარში კანდიდატზე არ ისაუბრეს. „ქართული ოცნების“ აჭარის ორგანიზაციის კოორდინატორმა გიორგი მანველიძემ განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტის აქტივის სამუშაო შეხვედრა იყო, კონკრეტიკისგან კი მანველიძემ თავი შეიკავა. შეხვედრას გამგებელი ნადიმ ვარშანიძეც ესწრებოდა.