09, სექტემბერი 2021 14:38:00
ბოლო 24 საათის მონაცემებით, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი, დადასტურებულ შემთხვევებზე მაღალია. ვირუსი, ჯამში 4 ათას 427-მა მოქალაქემ დაამარცხა, ხოლო დაინფიცირდა, 2 ათას 455 პირი. გასულ დღე-ღამეში, გარდაიცვალა 58 პაციენტი. რაც შეეხება აჭარას - აქ, 249 ახალი დადასტურებული შემთხვევა. რეგიონში, კოვიდ სასტუმროებში 593, კოვიდკლინიკებში კი 721 ადამიანი მკურნალობს. აქედან 32 მართვით სუნთქვაზე იმყოფება.