09, სექტემბერი 2021 16:35:00
სპეცოპერაცია ყვარელში. "საქართველოს ბანკში" შეჭრილი მოქალაქე, მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ, ნახევარ მილიონ ლარს ითხოვს.
შენობის მიმდებარე ტერიტორია, ამ დროისთვის, პოლიციის ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. მიმდინარეობს დამატებითი საპოლიციო ძალების მობილიზება.
გავრცელებული ინფორმაციით, ბანკში 15-მდე პირი იმყოფება. თავდამსხელი კი ცეცხლსასროლი იარაღითა და ხელყუმბარითაა შეიარაღებული.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, ყვარელში, "საქართველოს ბანკის" შენობას ერთი პირი თავს დაესხა და მძევლები აიყვანა. თემაზე შსს-მ საგანგებო განცხადება გაავრცელა.