26, იანვარი 2017 05:14:00
აჭარაში მომდევნო ორი დღის განმავლობაში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება. სინოპტიკოსების ცნობით, იქროლებს დასავლეთის ქარი 7-12 მეტრი წამში. ზღვაზე კი საშტორმო მდგომარეობაა. ბათუმის აკვატორიაში ღელვის სიმძლავრე 3-დან 4 ბალამდე იქნება. ტემპერატურა კი 5 გრადუსამდე დაეცემა. ზოგიერთ რაიონებში მოსალოდნელია ნალექი თოვლჭყაპის სახით.