10, სექტემბერი 2021 21:45:00
ქრონიკული პაციენტებისთვის მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის ბიუჯეტის გაზრდა, ბარიატრიული ოპერაციის დაფინანსება, ეს მთავარი ცვლილებაა ჯანდაცვის მიმართულებით, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ამომრჩეველს გამარჯვების შემთხვევაში ჰპირდება. პროფესიით ექიმი, კახა ქაშიბაძე თვლის, რომ ტრანსპლანტაციის ოპერაციები არა მუნიციპალიტეტმა, არამედ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა დააფინასოს, რადგან იგი ძვირადღირებულია და ადგილობრივი რესურსი მასზე არ უნდა იხარჯებოდეს.
მუნიციპალურ ჯანდაცვაში, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა იქნება უპირველესი საზღუნავი, გვპირდებიან „ევროპულ საქართველოშიც“. პარტიაში გადაუდებელ აუცილებლობად მიაჩნიათ სასწრაფო სამედიცინო დახმარების რგოლის გაძლიერებაც. ვახტანგ კალოიანი ამომრჩეველს, ისეთი საციცოცხლო პროგრამების დანერგვას ჰპირდება, როგორიცაა ინსულტის მართვა და მისი პრევენცია.
„ლელო საქართველოსთვის“ გეგმის ნაწილია, ბიუჯეტის გაორმაგება. ამბობენ, რომ მოქმედი პროგრამებიც მოძველებული და არაეფექტურია, თუმცა რა ცვლილებების აუცილებლობას ხედავს და როგორ, რაულ პაქსაძე ამბობს, რომ დოკუმენტს მხოლოდ გამარჯვების შემთხვევაში და მუშაობის დაწყების შემდეგ გადახედავენ. რაც ახლა სურს, არის ის, რომ ბენეფიციარის დასაფინანსებელი თანხა არა ლიმიტირებული, არამედ მისი საჭიროების შესაბამისი იყოს.
რა მოსწონს, რას დატოვებს და რას შეცვლის ბათუმის მერიის ჯანდაცვის პროგრამებში „ქართული ოცნება“? არც მერობის კანდიდატი, არც მაჟორიტარები და არც პროპორციული სიის შემადგენლობიდან რომელმე აღმოჩნდა დღეს მზად ამ თემაზე სასუბროდ.