11, აგვისტო 2017 21:30:20
ხელვაჩაურის გამგეობაში არსებულ ქალთა ოთახში დღეს მორიგი შეხვედრა გაიმართა. დრო ქალთა პოლიტიკაში მონაწილოების მნიშვნელობაზე საუბარს დაეთმო. მას ორგანიზება „ჟურნალისტთა გენდერული თანასწორობის ქსელმა“ და ბათუმის გენდერის მედიაცენტრმა გაუწია. მიზანი ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის გაზრდა და თვითმმართველობის არჩევნებზე ქალი კანდიდატების მხარდაჭერა იყო.