14, სექტემბერი 2021 14:30:00
სახელმწიფო თანადაფინანსებით, აჭარაში საცხოვრებელი, კიდევ ჩვიდმეტმა ეკომიგრანტმა ოჯახმა შეიძინა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ, სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს, საცხოვრებლის შეძენაში, „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ პროგრამის ფარგლებში დაეხმარა. მიმდინარე წელს, სერვისით უკვე 32 ოჯახმა ისარგებლა. მომდევნო წლიდან დაფინანსება 25 000 ლარის ნაცვლად, 30 000 ლარი იქნება. „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ პროგრამა 2016 წელს ამოქმედდა.